დღეს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს XXVI ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს სკ ზესტაფონი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. საკმაოდ ლამაზი, დაძაბული და საინტერესო მატჩი დინამოს გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
შეხვედრა ორივე გუნდმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო. უკვე მეხუთე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა ისარგებლა მცველების შეცდომით და გახსნა ანგარიში. ერთ წუთში გიორგი პაპუნაშვილმა შორი და ზუსტი დარტყმით აღადგინა წონასწორობა- 1:1. გატანილი გოლების შემდეგ გუნდებმა კიდევ გაცვალეს თითო სახიფათო მომენტი. 23- ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძის დარტყმული კარის ძელმა მოიგერია. პირველი ტაიმის შუაწელში მატჩის რიტმი ოდნავ დაეცა და პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 52- ე წუთზე ჯაბა დვალმა გაიტანა- 2:1. 58- ე წუთზე დინამოში ნიკოლოზ საბანაძის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე გიორგი ჯანელიძის მაგივრად შევიდა. რამდენიმე წუთში შეეძლო ნიკას თავის გამოჩენა, თუმცა მისი დარტყმული ზემოდან გადასცდა მეტოქის კარს. მატჩის 70- ე წუთზე ჯერ საბანაძეს და შემდეგ პაპუნაშვილს შეექმნათ კარგი მომენტები, თუმცა უშედეგოდ. 77- ე წუთზე პაპუნაშვილმა ერთი-ერთზე გაიყვანა საბანაძე, მაგრამ ამ უკანასკნელს პავლოვიჩმა აჯობა. 85- ე წუთი და საბა ლობჟანიძის პასით, ირაკლი ძარიამ გაქვითა ანგარიში- 2:2. სამიოდე წუთში ირაკლიმ დუბლი შეასრულა და დინამო წინ გაიყვანა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ზესტაფონი 2:3 დინამო
გოლი: 1:0 სარდალიშვილი 5’ 1:1 პაპუნაშვილი 6’ 2:1 დვალი 52’ 2:2 ძარია 85’ 2:3 ძარია 88’
გაფრთხილება: გვალია 38’ პაპუნაშვილი 39’ თოთაძე 54’ ცინცაძე 77’ თე. გრიგალაშვილი 90’
ზესტაფონი: პავლოვიჩი, თო. გრიგალაშვილი, თე. გრიგალაშვილი, რენე, გაგოშიძე (რობაქიძე 90), გვალია, შარიქაძე, ჭანტურიშვილი (კაპანაძე 84), ჭანკოტაძე (ფანცულაია 73), სარდალიშვილი, დვალი
დინამო: მიგინეიშვილი, გველესიანი, თოთაძე, შერგელაშვილი, პაპავა, ცინცაძე, ძარია, პარუნაშვილი (ჩირგაძე 63), პაპუნაშვილი, ჯანელიძე (საბანაძე 58), ჩისკო (ლობჟანიძე 78)
მსაჯი: გ. ვადაჭკორია