დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ და ჩიხურამ 0:0 ითამაშეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე სოსო ფრუიძე და მალხაზ ჟვანია წარდგნენ.
სოსო ფრუიძე: ჩვენთვის ფაქტიურად ეს ბოლო თამაშები თასის ფინალისთვის მოსამზადებელი პერიოდია. შეიძლებოდა მოგება, თუმცა აღვნიშნავ, რომ მეტოქესაც ჰქონდა საგოლე მომენტები. წინა თამაშებში ქულები დავკარგეთ და თბილისში არ წაგება თავმოყვარეობის საქმე იყო.
მალხაზ ჟვანია: პირდაპირ ვიტყვი- გუნდი, რომელსაც ჩემპიონობა სურს არ უნდა თამაშობდეს ისე, როგორც ჩავატარეთ პირველი ტაიმი. ზესტაფონთან შეხვედრამ დიდი ძალები წაიღო და ფეხბურთელებმა ეტყობა ვეღარ მოახერხეს აღდგენა, თუმცა ეს სულაც არ ამართლებს დღევანდელ შეხვედრას. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ ვერ შევძელით დაწინაურება. საჭიროა მეტი ბრძოლა და შევეცდებით დარჩენილი თამაშები მოვიგოთ.