გვინდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის- თემურ ქეცბაიას მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩვენს კლუბთან დაკავშირებულ განცხადებას გამოვეხმაუროთ, რომელიც დინამოდან ფეხბურთელების გაშვებას ეხება. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ დინამო თბილისი ყოფილ თუ დღევანდელ დინამოელებს ყოველთვის ყურადღებით და პატივისცემით ეპყრობა და ყველა ფეხბურთელის გაშვება (და არც ზოგადად გაშვება) არასწორი ფორმულირებაა. ფეხბურთელებთან საქმიანი ურთიერთობა შეწყდა ურთიერთსასარგებლო ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
ჩვენის მხრივ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მოახლოებულ მატჩზე მაქსიმალურ კონცენტრირებას და გამარჯვებას ვუსურვებთ.