სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ სამი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდნენ: ლაშა პარუნაშვილი, ირაკლი ძარია (2) და გიორგი პაპავა (2). ტურის მწვრთნელად ლელომ- კახი გოგიჩაიშვილი დაასახელა.
სამი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურში მოხვდნენ: ირაკლი ძარია (2), ლაშა თოთაძე და გიორგი პაპუნაშვილი (2). ტურის ფეხბურთელად დასახელდა- ირაკლი ძარია.