დღეს დინამო არენაზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალი გაიმართა, რომელშიც დინამომ კოლხეთი 1913-ს უმასპინძლა.
ნახევარფინალი დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გამარჯვების გოლი პენალტის ნიშნულიდან მათე ვაწაძემ 65-ე წუთზე გაიტანა. თბილისელებს კიდევ რამდენჯერმე შეეძლეთ სტუმართა კარის აღება, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ფოთელებს კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შეეძლოთ მატჩის გადარჩენა, თუმცა მიხეილ მაქაცარიამ ურთულესი დარტყმული მოიგერია. შეხვედრაში მეტი აღარაფერი შეცვლილა და დინამო 2016 წლის შემდეგ პირველად გავიდა თასის ფინალში.
ყიფიანის ტროფეის მოსაპოვებლად გადამწყვეტი მატჩი 5 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახეობის სტადიონზე გაიმართება, მეტოქეობას კი თბილისის სპაერი გაგვიწევს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი