მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ტესტ-მატჩში ცხინვალის სპარტაკს დაუპირისპირდა. ირლანდიასთან გასამართი ოფიციალური შეხვედრისწინა მზადების პროცესში თემურ ქეცბაიამ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები მიიწვია ნაკრებში. ულეგიონერებოდ დაკომპლექტებულ კრებულში ცხრა დინამოელმა იასპარეზა. ომარ მიგინეიშვლმა, გიორგი გველესიანმა, ირაკლი ძარიამ, გიორგი პაპავამ, მათე ცინცაძემ და გიორგი პაპუნაშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში. ნიკა ჭანტურია, ლაშა პარუნაშვილი და გიორგი ჩირგაძე კი შეცვლაძე შევიდნენ. დაპირისპირება თემურ ქეცბაიას ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით- 2:0 დასრულდა. შეხვედრის 52- ე წუთზე ლამაზი და ზუსტი დარტყმით ანგარიში ლაშა პარუნაშვილმა გახსნა.
მომდევნო სპარინგს საქართველოს ნაკრები ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს.