საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 4 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ალექსანდრე ჩივაძემ დინამო თბილისიდან 4 ფეხბურთელი მიიწვია: გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, მათე ცინცაძე და ნიკა ჭანტურია ახალგაზრდა ჯვაროსნებთან ერთად დაიცავენ საქართველოს ღირსებას.