• Geo
  • Eng
11.05.2014
დინამო ჩემპიონია

დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის XXXI ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა.

შეხვედრა დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს. ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობა მთლიანად დედაქალაქელთა მხარეს იყო. მე- 11 წუთზე გიორგი მერებაშვილი კარგად გასცდა მირზა მერლანს და ზუსტი დარტყმით გახსნა შეხვედრაში ანგარიში. 39- ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ ზუსტი და ტექნიკური თამაშით მეორე გოლი გაიტანა ბოლნისელთა კარში 2:0. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარი გუნდებმა საშუალო ტემპში დაიწყეს, თუმცა ტაიმის შუაწელში დინამოელთა უპირატესობა გამოიკვეთა. რამდენიმე საგოლე მომენტი მარცვალაძემ, ჩისკომ და მერებაშვილმა გაუშვეს ხელიდან. 79- ე წუთზე ჩისკომ ძლიერი დარტყმით მესამედ დალაშქრა მერლანის კარი. საბოლოოდ შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა და დინამო მე- 15 გახდა საქართველოს ჩემპიონი.

 

 

სიონი  0:3  დინამო

გოლი: 0:1 მერებაშვილი 11’  0:2 მარცვალაძე 39’  0:3 ჩისკო 79’

გაფრთხილება: ქემოკლიძე 16’  აბრამიძე 53’  ფოფხაძე 58’  სამხარაძე 68’  ჩისკო 78’  გოგობერიშვილი 84’ 

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, ქემოკლიძე (უგულავა 46), აბრამიძე, თოთაძე, კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (ადამია 46), ლობჯანიძე, აფციაური, კახელიშვილი (სამხარაძე 65)

დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ცინცაძე (პაპავა 75), ძარია, გოგა (პაპუნაშვილი 65), ჩისკო, მერებაშვილი, მარცვალაძე

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024