• Geo
  • Eng
03.09.2014
დინამოელები აგვისტოს ნომინანტებში

სპორტული გამოცემა ლელო, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. გამოცემა ასევე საფეხბურთო თვის სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის აგვისტოს თვის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ხუთი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდნენ: ლაშა თოთაძე, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია, გიორგი პაპუნაშვილი და ჩისკო მუნიოსი. აგვისტოს მწვრთნელად ლელომ დინამო თბილისის დამრიგებელი- კახი გოგიჩაიშვილი დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024