რუსთავის მეტალურგისა და დინამო თბილისის შეხვედრას, რომელიც რუსთავში, 11 სექტემბერს ფოლადის სტადიონზე 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება- გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ზ. ფიფია და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ბ. ნინუა შეასრულებს.
ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად 2013 წლის 4 დეკემბერს იმსაჯა. შეხვედრაში, რომელშიც დინამომ გურიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა მეტოქე, მსაჯმა სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა.
ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, 19 აგვისტოს საქართველოს თასის პირველ ეტაპზე გამართული ლოკომოტივი 1:3 დილა გახლავთ. გიორგი ყრუაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ყრუაშვილი
დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი
===========================================
უმაღლესი ლიგა – 14 თამაში / 43 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
პირველი ლიგა – 24 თამაში / 69 ყვითელი / 11 წითელი / 5 პენალტი
მეორე ლიგა – 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი – 6 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი