• Geo
  • Eng
08.12.2013
ზორან შკერიანეცი - ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი

დინამო თბილისის ფიზმომზადების მწვრთნელად 49 წლის ხორვატი- ზორან შკერიანეცი იმუშავებს. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ (რომლის დროსაც იგი ზაგრების დინამოს, რიეკას და ესპანური უელვას ღირსებას იცავდა) ზორან შკერიანეცმა მწვრთნელობა დაიწყო. 1998 წლიდან 2011 წლის ჩათვლით იგი ხორვატიულ რიეკაში მოღვაწეობდა. ამ პერიოდში პირველი და ახალგაზრდული გუნდების ფიზმომზადების მწვრთნელი გახლდათ. 2011-2012 წლების სეზონი მან საუდის არაბეთში გაატარა, სადაც საფეხბურთო კლუბ ალ ჰაზმის ფიზმომზადების მწვრთნელად მუშაობდა. გასულ სეზონში ზორან შკერიანეცი მისთვის მშობლიურ საფეხბურთო კლუბ რიეკას დაუბრუნდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024