დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა მორიგი ვარჯიში გამართეს. ჩვენი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩისთვის ემზადება. ახალი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას თავკაცობით დინამო თბილისი პირველ მატჩს ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. დიღმის ბაზაზე ჩატარებული ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდმა გეზი დასავლეთისკენ აიღო.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდისა და დინამოს მატჩი ხვალ, განმუხურში გაიმართება. დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება.