• Geo
  • Eng
07.12.2013
დინამოელები საერთაშორისო ქართულ სკოლაში

წლების წინ დაწყებული ტრადიციას დინამო თბილისის ფეხბურთელები კვლავ აგრძელებენ. დინამოელები საერთაშორისო ქართული სკოლის მოსწავლეებს ესტუმრნენ. ბავშვებთან ერთად ლევან ხმალაძემ, გივი კვარაცხელიამ და გიორგი სეთურიძემ ტრადიციული დინამოს თასი გაათამაშეს. სახალისო მატჩის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სამახსოვრო თასი, საჩუქრები და ხელმოწერილი ბურთები გადაეცათ. მოსწავლეებმა დინამოს ფეხბურთელებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. დინამო TV მატჩის ვიდეო კოლაჟს, სკოლის დირექტორის - ქეთევან დოჩანაშვილისა და სკოლის გუნდის მწვრთნელის- ირაკლი გაგოშიძის ინტერვიუს გთავაზობთ.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024