• Geo
  • Eng
12.09.2014
დინამოს მეორე გუნდმა ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა

დღეს დინამო-2 პირველი ლიგის გათამაშების მეოთხე ტურში ოზურგეთის მერცხალს დაუპირისპირდა. მატჩი დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა და მალხაზ ჟვანიას გუნდის გამარჯვებით- 3:0 დასრულდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მიუხედავად დიდი ანგარიშისა, დინამოელებმა მეტოქე შეხვედრის მიწურულს დაჯაბნეს. დებიუტში სარჯველაძეს აუღო საკმაოდ რთული დარტყმა სტუმართა მეკარემ. შემდეგ მასზევე ითამაშეს უხეშად და თერთმეტმეტრიანი 21- ე წუთზე ზუსტად მათიაშვილმა შეასრულა- 1:0. ოზურგეთელთა შეტევისას დინამოელთა მცველმა არაზუსტად მოიგერია ბურთი და ძელმა იხსნა თბილისელების კარი. ძელმა ასევე სტუმართა კარიც იხსნა მათიაშვილის დარტყმის შემდეგ. ორივე გუნდს კიდევ რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შეექმნა, თუმცა უშედეგოდ. 82- ე წუთზე ჩვენი გუნდის შეტევისას სამხარაძემ ითამაშა აქტიურად, მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, ბურთი მცველს მოხვდა და ავტოგოლი- 2:0. 89- ე წუთზე სარიშვილმა მოხდენილი დარტყმით სამ ბურთამდე გაზარდა დინამოელთა უპირატესობა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

დინამო-2  3:0 მერცხალი ოზურგეთი

დინამო-2: ტყეშელაშვილი, მარაქველიძე, ნოზაძე, ქაჯაია (ჯაფიაშვილი 46), სამხარაძე, ქიქავა, მესხი (ლაშხია 46), სარიშვილი, მათიაშვილი, სარჯველაძე (ფირცხალავა 85), სამუშია (გოგოლიძე 64)

მერცხალი: კეკელიძე, ქარჩილაძე, ქობულაძე, მექვაბიშვილი, ჩიგოგიძე, ბაჯელიძე, კაშია, ჭკუასელი, ხინთიბიძე, მაჭავარიანი, ათუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024