რუსთავში, ფოლადის სტადიონზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მეტალურგმა დინამო 3:0 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ვარლამ კილასონია და კახი გოგიჩაიშვილი წარდგნენ.
კახი გოგიჩაიშვილი: ვულოცავ მეტალურგს დამსახურებულ გამარჯვებას. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ძალიან სუსტად ვიასპარეზეთ. მიზეზები შეიძლება არის, მაგრამ ფაქტია- დინამო ასე არ უნდა თამაშობდეს. სანაკრებო პაუზამ გამოძახებული ფეხბურთელებიდან გამომდინარე ცუდად იმოქმედა ჩვენზე. ასევე ბევრი ახალგაზრდა გვყავს გუნდში და სტაბილურობა გვაკლია, თუმცა ვიმუშავებთ ამაზე, გავაანალიზებთ შეცდომებს და უახლოეს ხანში გამოვასწორებთ ხარისხს.
ვარლამ კილასონია: მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს. შევისწავლეთ მეტოქე და პირველივე წუთიდან ფეხბურთელებმა კარგად შეასრულეს აგრესიული თამაშის დავალება. გოლებიც კომბინაციური შეტევებით გავიტანეთ და დამსახურებულად ვიმარჯვეთ.