დღეს რუსთავში, ფოლადის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა გაიმართა. რუსთავის მეტალურგმა დინამო თბილისს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა ჩვენი გუნდი. სათამაშო უპირატესობა შეხვედრის მანძილზე მასპინძელთა მხარეს იყო. 28- ე, 45- ე და 48- ე წუთებზე შესაბამისად- ქავთარაძემ, ჯოხაძემ და სიხარულიძემ დინამოელთა კარში გაიტანეს გოლები. მეხუთე ტურის მატჩი 16 სექტემბერს დინამო არენაზე გაიმართება და თბილისელები ქობულეთის შუქურას უმასპინძლებენ.
მეტალურგი 3:0 დინამო
გოლი: 1:0 ქავთარაძე 28’ 2:0 ჯოხაძე 45’ 3:0 სიხარულიძე 48’
გაფრთხილება: ექვთიმიშვილი 38’
მეტალურგი: ბედიაშვილი, ვასაძე, ქავთარაძე, ჯოხაძე (კიტეიშვილი 80), ვ. კილასონია, სიხარულიძე (გაბაშვილი 82), ხიზანეიშვილი, ექვთიმიშვილი (გ. კილასონია 75), ცნობილაძე, კაკაშვილი, მიქაუტაძე
დინამო: მიგინეიშვილი, თოთაძე, გველესიანი, საჯაია (შერგელაშვილი 46), პაპავა, ძარია, ჯანელიძე (ლობჟანიძე 58), პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, ჩისკო, საბანაძე (ზივზივაძე 66)
მსაჯი: გ. ყრუაშვილი