დღეს დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ რუსთავში, დუბლების ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი გამართა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ჩვენი დუბლების მარცხით ანგარიშით 2:4 დასრულდა. გოლები ოთარ კობახიძემ და ლილუაშვილმა გაიტანეს. მატჩის განმავლობაში დინამოელები 2:1 იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა იძალეს და აქტივში პირველი გამარჯვებაც ჩაიწერეს.
მეტალურგი დუბლები 4:2 დინამო დუბლები
დინამო დუბლები: კულუა, კაპანაძე, კაციტაძე, გადრანი, ქანთარია, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე, ო. კობახიძე, კვერნაძე, ლილუაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: კობოური, ყურშავიშვილი, გალდავაძე, აშორტია, ა. კობახიძე