16 სეტემბერს დინამო არენაზე ჩვენი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. დინამოს მეტოქე პირველობის დებიუტანტი- ქობულეთის შუქურა იქნება. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება.
16 სექტემბერს დინამოს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 3 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 13/11 თბილისელთა სასარგებლოდ.
1952 წელს დინამომ ლენინგრადელ თანაკლუბელებთან ფრედ 1:1 ითამაშა. გოლი პოტაპოვმა საკუთარ კარში გაიტანა. 1956 წელს თბილისელებმა ლენინგრადის ტრუდოვოი რეზერვს უმასპინძლეს და 2:1 აჯობეს. გოლები ხასაიას და კალოევის ანგარიშზეა. ორი წლის შემდეგ ისევ ლენინგრადული კლუბი და მარცხი 1:2 ზენიტთან. იამანიძე ზუსტი დარტყმის ავტორი. 1964 წელს დათუნაშვილის და სიჭინავას გოლებით ჩვენმა კლუბმა დონის როსტოვის სკა 2:1 დაამარცხა. 1969 წელს ფრედ 1:1 ვითამაშთ ბაქოს ნეფთჩისთან. გოლი ბაქოელთა კარში ილიადის ანგარიშზეა.
1981 წელს თასების თასის 1/16 ფინალში დინამომ ავსტრიული გრაცი 2:0 დაჯაბნა. თავის გამოჩენა ჟვანიამ და შენგელიამ მოახერხეს. 1997 წელს უეფას თასის 1/32 ფინალში ბელარუსის მპკც- თან დინამომ 1:1 ითამაშა. გოლი მუჯირმა გაიტანა. 2004 წელს უეფას თასის პირველ რაუნდში თბილისელები პოლონეთის ვისლასთან 3:4 დამარცხდნენ. გოლები კანკავამ, ალადაშვილმა და კვირკველიამ გაიტანეს.
საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისს 16 სექტემბერს მატჩი არ გაუმართავს.