• Geo
  • Eng
15.09.2014
დინამო vs შუქურა - მატჩამდე

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი სახლში, დინამო არენაზე ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ქობულეთის შუქურა დაარსდა 1968 წელს. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. 2003-04 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და აღზევდა უმაღეს ლიგაში, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის- ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-13 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯდერდა. 2013-14 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა.

2013-14 წლების სეზონში შუქურამ შეძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა.

ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6:0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი  ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0:8).

 

 

მწვრთნელი და შუქრა

ბოლო მატჩი ქობულეთის შუქურამ ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართა და ამ შეხვედრისთვის ქობულეთელთა გუნდი პირველად დამოძღვრა ამირან გოგიტიძემ. მანამდე გოგიტიძე ხელვაჩაურის მაჭახელაში მოღვაწეობდა. მისი გუნდი ოთხი ჩატარებული მატჩის შემდეგ 6 ქულით, მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

მიმდინარე სეზონი ქობულეთის შუქურამ ზუგდიდთან გამარჯვებით გახსნა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. შემდეგ უგოლო ფრე გურიასთან 0:0. საქართველოს თასზე პირველ შეხვედრაში შუქურამ ფრედ 1:1 ითამაშა სამგურალთან. შემდეგ ისევ ორი ფრე- ჩიხურასთან და სიონთან. ორივე ერთნაირი ანგარიშით 1:1.

 

დინამო vs შუქურაურთიერთშეხვედრები

აქამდე ეროვნულ ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან. ხვალ დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას პირველად დაუპირისპირდება.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო გუნდებს ფეხბურთელები არ დააკლდებიან.

 

 

დინამო vs შუქურა -  მსაჯი

 

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს- თორნიკე გვანცელაძე განსჯის. თორნიკე გვანცელაძეს ასისტენტობას . ჩიგოგიძე და . თოდრია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი . ხორავა შეასრულებს. 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით თორნიკე გვანცელაძემ უკანასკნელად 2014 წლის 21 მაისს იმსაჯა. საქართველოს თასის ფინალში, რომელშიც დინამოელებმა საჩხერის ჩიხურას 2:1 აჯობეს. აღნიშნულ მატჩში თორნიკე გვანცელაძემ ხუთი ფეხბურთელი გააფრთხილა და ერთიც გააძევა.

 ბოლო თამაში, თორნიკე გვანცელაძემ 12 სექტემბერს იმსაჯა. სპარტაკისა და ტორპედოს შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მსაჯმა 6 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს. 

 

შუქურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქობულეთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ჯიოევი - გურული, ხოჭოლავა, კალანდაძე, კუხიანიძე - თუხარელი, კუტალია, ჩალაძე, ჩაფიძე, ლობე - ჩელებაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024