საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს- თორნიკე გვანცელაძე განსჯის. თორნიკე გვანცელაძეს ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ლ. თოდრია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ჯ. ხორავა შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით თორნიკე გვანცელაძემ უკანასკნელად 2014 წლის 21 მაისს იმსაჯა. საქართველოს თასის ფინალში, რომელშიც დინამოელებმა საჩხერის ჩიხურას 2:1 აჯობეს. აღნიშნულ მატჩში თორნიკე გვანცელაძემ ხუთი ფეხბურთელი გააფრთხილა და ერთიც გააძევა.
ბოლო თამაში, თორნიკე გვანცელაძემ 12 სექტემბერს იმსაჯა. სპარტაკისა და ტორპედოს შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მსაჯმა 6 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
თორნიკე გვანცელაძე (7.07.1986)
===========================================
უმაღლესი ლიგა – 87 თამაში / 350 ყვითელი / 11 წითელი / 13 პენალტი
პირველი ლიგა – 13 თამაში / 57 ყვითელი / 2 წითელი / 4 პენალტი
საქართველოს თასი – 16 თამაში / 73 ყვითელი / 4 წითელი / 6 პენალტი
მეორე ლიგა – 11 თამაში / 34 ყვითელი / 5 წითელი / 5 პენალტი
უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო – 2 თამაში / 7 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა – 1 თამაში / 7 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
უეფას U-17 ჩემპიონატი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფას U-19 ჩემპიონატი – 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფას U-21 ჩემპიონატი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი