დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მინდორზე დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეხუთე ტურში დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ, ქობულეთის შუქურას დუბლებს უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა მეტოქე. თამაზ სამხარაძის შეგირდებმა პირველივე წუთიდან მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და შედეგად სტუმრებს ხუთი გოლი გაუტანეს. ანგარიში მე- 20 წუთზე ზუსტი თავური დარტყმით აკაკი კობახიძემ გახსნა. 32- ე წუთზე გიორგი ზარიამ ითამაშა ზუსტად დასწრებაზე და ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა. ექვსი წუთის შემდეგ აკაკი კობახიძემ ისევ თავით დალაშქრა შუქურას კარი- 3:0. მატჩის 31- ე წუთზე აკაკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა- 4:0. მე- 60 წუთზე საბა კვერნაძე დარჩა მეკარესთან პირისპირ და ზუსტი დარტყმით მეხუთე გოლი გაიტანა სტურუას კარში. სტუმრება 72- ე წუთზე გერმოზაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმით მოახერხეს გოლის გატანა. საბოლოოდ დინამომ 5:1 იმარჯვა.
დინამო დუბლები 5:1 შუქურა დუბლები
დინამო დუბლები: ისიანი, კირკიტაძე (კაპანაძე 59), გადრანი, ყურშავიშვილი, კობოური, ვეკუა (ქანთარია 65), ჩიხლაძე, ზარია (აშორტია 62), კვერნაძე (გეგეშიძე 62), ა. კობახიძე, ო. კობახიძე (ბუღრიძე 53)
შუქურა დუბლები: სტურუა, ტაკიძე, გოგიტიძე, მალანია, ჩხაიძე, ჭანუყვაძე, დოლაბერიძე, ტუღუში, ანდღულაძე, კომახიძე, კუპრაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: გიორგაძე, გერმოზაშვილი, ჩელებაძე, ხურციძე