დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ შუქურა 6:0 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ამირან გოგიტიძე და კახი გოგიჩაიშვილი წარდგნენ.
ამირან გოგიტიძე: პირველ რიგში ვულოცავ გამარჯვებას კახის. რაც შეეხება ანგარიშს ვთვლი, რომ ანგარიში თამაშის მიხედვით შეიძლებოდა სხვაც ყოფილიყო. იყო ბევრი მიუტევებელი შეცდომა, რასაც შევეცდებით, რომ გამოვასწოროთ.
კახი გოგიჩაიშვილი: ვულოცავ ამ გამარჯვებას დინამოს და მის გულშემატკივრებს. ჩვენთვის რუსთავში მარცხის შემდეგ ეს მნიშვნელოვანი თამაში და გამარჯვება იყო. ვიცოდით, რომ შუქურა კარგი გუნდია და სერიოზულად მოვემზადეთ მატჩისთვის, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ გუნდით და შევეცდებით მომავალშიც ესე გავაგრძელოთ. რაც შეეხება ომარ მიგინეიშვილს, მას შუბლის არეში რამდენიმე ნაკერი დაადეს და უფრო ზუსტი ინფორმაცია ხვალ გვეცოდინება.