სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ოთხი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდნენ: ლაშა პარუნაშვილი (2), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე და ომარ მიგინეიშვილი. ტურის მწვრთნელად ლელომ- კახი გოგიჩაიშვილი (3) დაასახელა.
ორი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურში მოხვდნენ: საბა ლობჟანიძე და გიორგი პაპუნაშვილი (3). ტურის ფეხბურთელად დასახელდა- გიორგი პაპუნაშვილი.