ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის ხვალინდელ შეხვედრას დინამო თბილისსა და ფოთის კოლხეთს შორის, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას- ზ. მენთეშაშვილი და გ. ჩიგოგიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი- ი. კვირიკაშვილი შეასრულებს.
ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გოგა კიკაჩეიშვილმა, 11 სექტემბერს პირველ ლიგაში გამართული ადელი 2:3 ჭიათურა გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას 4 ფეხბურთელი გააფრთხილა, ხოლო 2 გააძევა მინდვრიდან.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გოგა კიკაჩეიშვილმა უკანასკნელად გასული წლის 17 სექტემბერს იმსაჯა. დინამოელებმა დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლეს და მეტოქეს 2:0 სძლიეს. აღნიშნულ შეხვედრაში გოგა კიკაჩეიშვილმა სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გოგა კიკაჩეიშვილი (დაბადების თარიღი: 1991 წლის 31 აგვისტო)
===========================================
უმაღლესი ლიგა - 18 თამაში / 65 ყვითელი / 5 წითელი / 4 პენალტი
პირველი ლიგა – 57 თამაში / 229 ყვითელი / 21 წითელი / 20 პენალტი
მეორე ლიგა – 15 თამაში / 45 ყვითელი / 2 წითელი / 9 პენალტი
საქართველოს თასი - 7 თამაში / 19 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი