საქართველოს 15 გზის ჩემპიონის რიგები სამმა ლეგიონერმა დატოვა. რუმინელი შემტევი- დორინ გოგა, მაკედონიელი ნახევარმცველი- დარკო გლიშიჩი და ჰოლანდიელი მცველი- იენს იანსე ამიერიდან კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ. ფეხბურთელებს დაუმთავრდათ მოქმედი ხელშეკრულება და დინამო მადლობას უხდის მათ თანამშრომლობისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.