• Geo
  • Eng
22.09.2014
5 გოლი და მოუხსნელი რეკორდი

1966 წლის 22 სექტემბერს დინამო თბილისმა ერევნის არარატს უმასპინძლა. დინამოზე გამართული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. აღსანიშნავი კი ისაა, რომ ხუთივე გოლი ერევნელთა კარში- ილია დათუნაშვილმა გაიტანა, თანაც მეორე ტაიმის 23 წუთიან ინტერვალში. ამით დათუნაშვილმა გაიმეორა ერთი რეკორდი (1938 წელს ლენინგრადის სპარტაკის ფეხბურთელმა– ევგენი შელაგინმა მოახერხა ერთ შეხვედრაში 5 ბურთის გატანა) და დაამყარა მეორე, რომელიც მოუხსნელი დარჩა სსრკ– ს პირველობაზე. 23 წუთიან ინტერვალში ვეღარავინ მოახერხა 5 ბურთის გატანა. ორი წლის შემდეგ გიორგი (გოჩა) გავაშელმაც შეძლო 5 გოლის გატანა. დინამომ კრილია დაამარცხა ანგარიშით 7:2. ილია დათუნაშვილი 1966 წლის გათამაშების ბომბარდირიც გახდა 20 გატანილი გოლით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024