დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ კოლხეთი 2:1 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ნუგზარ თვარაძე (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) და კახი გოგიჩაიშვილი წარდგნენ.
ნუგზარ თვარაძე: მოგესალმებით და პირველ რიგში დინამოს გამარჯვებას ვულოცავ. რაც შეეხება თამაშს ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა შეხვედრა. გვქონდა კონკრეტული გეგმა თბილისელთა შეტევების შეჩერების, რომელმაც ბოლომდე ვერ გაამართლა. მთავარია, რომ კარგი თამაში გამოვიდა და მაყურებელი კმაყოფილია. დინამოს წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.
კახი გოგიჩაიშვილი: მატჩი მძიმე და დაძაბული გამოდგა. ვიცოდით, რომ კოლხეთი ბრძოლისუნარიანი გუნდია და ვიცოდით, რომ დაცვიდან თამაშს აირჩევდა. მეტოქე კარგად თამაშობდა კონტრშეტევებში, თუმცა მოვახერხეთ გატანა. შემდეგ ჩვენს შეცდომას საპასუხო გოლი მოყვა, თუმცა ბიჭებმა შეძლეს ძალების მოკრება და გამარჯვების გოლის გატანა. მომავალში უნდა ვიფიქროთ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე.