პარასკევს, 26 სექტემბერს დინამოელები გორში ადგილობრივ დილას დაუპირისპირდებიან. მეშვიდე ტურის მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება.
26 სექტემბერს დინამოს თავის ისტორიაში 7 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 3 მოგება, 3 ფრე და ერთი მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 8/6 თბილისელთა სასარგებლოდ.
1961 წელს მოსკოვში ადგილობრივმა სპარტაკმა აჯობა დინამოს 3:2. გოლები კალოევმა და მელაშვილმა გაიტანეს. 1966 წელს დათუნაშვილის გოლით დინამომ კუიბიშევის კრილია სოვეტოვს 1:0 მოუგო. 1981 წელს ფრე 1:1 ოდესის ჩერნომორეცთან. გოლი საკუთარ კარში პლოსკინამ გაიტანა. 1989 წელს ვოლგოგრადის როტორ ვეთამაშეთ და ისევ ფრე 1:1. ამჯერად თავი ჭედიამ გამოიჩინა.
1995 წელს დინამო თბილისმა გორის დილას უმასპინძლა და კერძევაძის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე. 1999 წელს თბილისელებმა 2:1 აჯობეს წყალტუბოს სამგურალს. აშვეთიამ და ალექსიძემ გამოიჩინეს თავი. 2012 წელს საჩხერეს ჩიხურასთან დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.