ექვსი წლის წინ, 1 მაისს, დინამოელები ჩვენი გუნდის ექიმის გოგიტა ლობჟანიძის ტრაგიკულმა სიკვდილმა შეგვძრა. ორი წლის მანძილზე დინამოში გოგიტამ ბევრი მოასწრო, მაგრამ ჩვენთან ერთად ვერ იზეიმა ჩემპიონობა, რომლისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთა. დინამოშიც და ნაკრებშიც, იგი ყოველთვის საჭირო და საიმედო პროფესიონალი გახლდათ. სპეციალისტი, რომელსაც უსიტყვოდ ენდობოდი. ადამიანი, რომლის თანადგომასაც, ყოველთვის გრძნობდი. დღეს გოგიტას 41 წელი შეუსრულდებოდა. დინამოელები კიდევ ერთხელ მოვიგონებთ გოგიტა ლობჟანიძეს, რომელმაც დროის მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი კეთილი საქმის გაკეთება მოასწრო ჩვენი გუნდისთვის.