დღეს დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობამ ფოთის კოლხეთის დუბლებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე. დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩი დინამოს აკადემიის მოედანზე შედგა და თამაზ სამხარაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი მატჩის მე- 16 წუთზე კვერნაძის გადაცემით კაციტაძემ გაიტანა. 41- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ კობოურის გადაცემის შემდეგ თავით გადაგზავნა ბურთი ფოთელთა კარში. მესამე გოლი დინამოელებმა შეხვედრის ბოლო წუთზე გაიტანეს. ჩიხლაძემ იაქტიურა მეტოქის საჯარიმოში, ბურთი ლილუაშვილს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა მესამე გოლი. ამ მოგების შემდეგ დინამოელებმა 15 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
დინამო დუბლები 3:0 კოლხეთი დუბლები
დინამო: კულუა, კაკაბაძე (კაპანაძე 46), კაციტაძე, ყურშავიშვილი, კობოური (კირკიტაძე 65), ვეკუა, ჩიხლაძე, აშორტია (ნემსაძე 55), კვერნაძე, ო. კობახიძე (ბუღრიძე 46), ზივზივაძე (ლილუაშვილი 46)
კოლხეთი: მეიშვილი, ჭანტურია, გაბისკირია, შამუგია, კაკულია, ლაშქარავა, გუგუშვილი, სარსანია, ბეჩანია, მ. სიჭინავა, ნ. სიჭინავა
შეცვლაზე შევიდნენ: ხვიჩია, ქეშელაშვილი, ჩაგანავა, გვაზავა, გვალია