საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები გუნდი 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში გაივლის შეკრებას. 8-13 ოქტომბერს კი გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. დინამო თბილისიდან ნაკრებში მიწვეული არიან: ზურაბ ჯაფიაშვილი და დემიკო ჩიხლაძე.