გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც გორის დილამ და დინამო თბილისმა 0:0 ითამაშა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე უჩა სოსიაშვილი და კახი გოგიჩაიშვილი წარდგნენ.
კახი გოგიჩაიშვილი: თამაში დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა და ამ ბრძოლისთვის მზად ვიყავით. თამაშზე ვფიქრობ, რომ თანაბრად ჩაიარა. გვქონდა პირველ ტაიმში კარგი მომენტი, როდესაც ძელს მოვარტყით ბურთი. მეორე ტაიმშიც იგივე განმეორდა, თუმცა ფრე ლოგიკური შედეგია.
უჩა სოსიაშვილი: დინამო ლიდერია, აქედან გამომდინარე ველოდით რთულ თამაშს. რაც შეეხება შეხვედრას, ვიტყოდი, რომ მეტი ორთაბრძოლა იყო ვიდრე სანახაობრივი მხარე. მომენტებიც ნაკლებად იყო, თუმცა შედეგი ვფიქრობ ლოგიკურია.