დღეს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა საქართველოს პირველობის მეშვიდე ტურის შეხვედრას უმასპინძლა. დინამო თბილისი ადგილობრივ დილას დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ტაიმი ხისტად და დაძაბულად წარიმართა. ბევრი მომენტი არ შექმნილა, თუმცა არაბულმა და საბანაძემ საკმაოდ სახიფათო თავური დარტყმები გაცვალეს. ასევე პაპუნაშვილმა დაარტყა შორიდან კარგად, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. მისი დარტყმული ძელს მოხვდა, შემდეგ კი ბურთი სომხიშვილმა მოიგერია. მეორე ტაიმი იგივე სცენარით გაგრძელდა. დინამოელებს შეიძლება ითქვას ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ. ბოლო წუთებში თბილისელებს კიდევ ჰქონდათ რამდენიმე საგოლე მომენტი. აღსანიშნავია კაკაბაძის დარტყმა, რომელიც ძელმა მოიგერია. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
დილა 0:0 დინამო
გაფრთხილება: ჭანტურია 44’ ქარქუზაშვილი 56’ 85’ ძარია 73’ მიგინეიშვილი 73’ პაპუნაშვილი 87’
გაძევება: ქარქუზაშვილი 85’
დილა: სომხიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, ადამაძე, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე (ახალკაცი 70), რაზმაძე, სეთურიძე, არაბული (ბერიძე 61), მოდებაძე (ჭეჭელაშვილი 88)
დინამო: მიგინეიშვილი, თოთაძე, ჭანტურია, შერგელაშვილი, ძარია, პარუნაშვილი (ლობჟანიძე 65), ცინცაძე, პაპუნაშვილი, პაპავა, ჩირგაძე (ჯიქია 82), საბანაძე (კაკაბაძე 77)
მსაჯი: გ. ყრუაშვილი