• Geo
  • Eng
10.12.2013
დინამოელებმა ნახევარფინალი გაინაღდეს

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის U-13 გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე (დინამიადაზე) ასპარეზობს.

ახალგაზრდა დინამოელებმა პირველ შეხვედრაში ვინიცას საფეხბურთო აკადემიის გუნდს, დიდი ანგარიშით- 7:1 აჯობეს. უკრაინელებთან ჰეთ-თრიქი თამაზ ბაბუნაძემ  შეასრულა. ორი გოლი გიგა გულდედავას ანგარიშზეა.  ვინიცელთა კარში თითო-თითო ბურთი კი ნიკა ნინუამ და ირაკლი საღირაშვილმა გაიტანეს.

დინამოელებმა შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს: ბულისკერია (მამარდაშვილი), ნინუა, ბასარია, ჯიჭონაია, დარცმელია (ბერიაშვილი), გაბელაია (ჩაჩუა), ჩაკვეტაძე, დავითაშვილი (ჩიქოვანი), ხარშილაძე, გულდედავა, ბაბუნაძე (საღირაშვილი)

მეორე მატჩი პატარა დინამოელებმა რიგელ თანაკლუბელებთან გამართეს და გამანადგურებელი ანგარიშით 9:0 იმარჯვეს. ზურიკო დავითაშვილმა სამჯერ აიღო ლატვიელთა კარი. დუბლით დაეხმარნენ გუნდს- ნიკა ნინუა და ირაკლი საღირაშვილი. თითო გოლი კი თამაზ ბაბუნაძის და გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა.

დინამო U-13: ბულისკერია (მამარდაშვილი), ნინუა, ბასარია, ჯიჭონაია, დარცმელია, გაბელაია (ჩაჩუა), ჩაკვეტაძე (ბერიაშვილი), დავითაშვილი, ბაბუნაძე, ხარშილაძე, ჩიქოვანი (საღირაშვილი)

ამ ორი მოგებით თბილისელებმა გაინაღდეს ნახევარფინალში ასპარეზობა. ხვალ ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024