• Geo
  • Eng
09.12.2013
ზუგდიდი 0:3 დინამო

უმაღლესი ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩი დინამოელებმა სტუმრად გამართეს. ჩვენი გუნდი ზუგდიდის საფეხბურთო კლუს დაუპირისპირდა. მალხაზ ჟვანიას თავკაცობით დინამომ პირველივე შეხვედრა წარმატებით დაასრულა და მეტოქე მშრალი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.

 

დაპირისპირების დებიუტში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ანგარიში დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა გახსნა. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მოპოვებული სათამაშო უპირატესობა 32–ე წუთზე ანგარიშშიც ასახეს, დინამოელთა უპირატესობა დორინ გოგამ კიდევ უფრო განამტკიცა.

 

მეორე ტაიმ, პირველი ნახევრის მსგავსად, ჩვენი გუნდის კარნახით წარიმართა. გოლის გატანის შანსი ჰქონდა ელგუჯა გრიგალაშვილს და ჯაბა დვალს. დინამოელებმა მატჩი ათი კაცით დაასრულეს. დაპირისპირების 69–ე წუთზე მსაჯმა გიორგი გველესიანი გააძევა. დღევანდელი თამაშის საფინალო ანგარიში 81–ე წუთზე დაფიქსირდა. ზუგდიდელთა კარში გოლი შეცვლაზე შემოსულმა დაარკო გლიშიჩმა გაიტანა.

 

ზუგდიდი 0:3 დინამო

გოლები: 0:1 ჩისკო 9’ 0:2 გოგა 32’ 0:3 გლიშიჩი 81’

 

ზუგდიდი: მამალაძე, მირცხულავა, ქვარცხავა, კანკია, პაჭკორია, რიგვავა (ფარჯიკია 46’), შალიკაშვილი (ქირია 46’), ტყემალაძე, სიხარულია, ლომია (ადამაშვილი 75’), ეხვაია

 

დინამო: ლორია, კვარაცხელია, ხმალაძე, ხურცილავა, პაპავა, კვირკველია, გრიგალაშვილი, გოგა (შაშიაშვილი 72’), ჩისკო (გლიშიჩი 79’), გველესიანი, ვუო (დვალი 46’)

 

გაფრთხილება: ქვარცხავა 15’ რიგვავა 37’ ფარჯიკია 46’ – ვუო 43’ პაპავა 64’

 

გაძევება: გველესიანი 69’

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024