• Geo
  • Eng
21.04.2023
პირველი წაგება სეზონში

დღეს გორში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ საბურთალოს უმასპინძლა.

 

შეხვედრა დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და თავიდანვე მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა. მატჩის 22-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემა ზორან მარუშიჩმა ყუმბარისებული დარტყმით დააგვირგვინა და 1-0. მომდევნო შეტევაში იმრან ულად ომარის დარტმყმული ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი გიორგი მოისწრაფიშვილის ლაზარე კუპატაძემ აუღო. მატჩის მე-40 წუთზე უკვე ლუკა კუტალაძემ იხსნა კარი, მან ოთარ მამაგეიშვილის სახიფათო დარტყმული კუთხურზე მოიგერია. ტაიმის ბოლოს უსმანე კამარას შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა და პირველი ნახევრი 1-0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმი საბურთალომ უფრო აქტიურად დაიწყო და ათ წუთში იური ტაბატაძემ სტატუს ქვო აღადგინა 1-1. მე-60 წუთზე იმრანს შეეძლო ჩემპიონების დაწინაურება, თუმცა მისი დარტყმული მცველს მოხვდა. მომდევნო შეტევაში ლაზარე კუპატაძემ კიდევ ერთხელ იხსნა სტუმართა კარი, მან გაბრიელ სიგუას თავური მოიგერია. ცოტახანში დინამოელები ათნი დარჩნენ მოედანზე, მსაჯმა ჯიმი ტაბიძე გააძევა, ხოლო გათამაშებული ჯარიმა გიზო მამაგეიშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა 1-2. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს შეიკნე სილამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ დინამომ 1-3 წააგო.

 

მომდევნო მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 25 აპრილს გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024