დღეს დარასელიას თასზე ნახევარფინალები გაიმართა. პირველ შეხვედრაში დინამო ჯენოას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა მეტოქე. ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა, კიდევ ერთი გოლი კი იტალიელთა კარში საბა სამუშიამ გაიტანა. პრესტიჟის გოლი მატია მენდოლიას ანგარიშზეა. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა დიდი ანგარიშით იმარჯვა და დარასელიას თასის ფინალის საგზური მოიპოვა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ სევილია და მონცა წარდგნენ. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. პირველი ზუსტი დარტყმა ალეხანდრო ვილიარეალის ანგარიშზეა, მეორე გოლი კი მანუელ რუიზ პუერტამ გაიტანა. ამრიგად ხვალ გადამწყვეტ მატჩში დარასელიას თასს დინამო და სევილია გაითამაშებენ.
ფინალური შეხვედრა დინამოს აკადემიაში 18.00 საათზე დაიწყება. მესამე ადგილისთვის 16.00 საათიდან ერთმანეთის პირისპირ ჯენოა და მონცა წარდგებიან, ხოლო მეხუთე-მეექვსე ადგილს ყარაბაღი და ბაშაქშეჰირი გაითამაშებენ.
დინამო 4-1 ჯენოა
დინამო: საური, გვასალია, მეფარიშვილი, ქელდიშვილი, ხარებაშვილი, წულაია, სამუშია, ფეიქრიშვილი, გულიაშვილი, დანელია, ჩიქოვანი
სათადარიგო: ტარტარაშვილი, დიაკონიძე, გლუნჩაძე, ჭოლოკავა, ძნელაძე, ნათენაძე, ხუციშვილი, ელისაშვილი
ჯენოა: მასელუჩი, ოდერო, პალიარი, კოლონეზე, დი ლაცარო, მარკონი, ჩიდერა, მენდოლია, პოცოლინი, მირალიოტა, გუჩიკი
სათადარიგო: მაგალოტი, პასტორე, ტარანტინო, ნურედინი, მაროტა, პეშე, ოდონე
სევილია 2-0 მონცა
სევილია: კორალი, როდრიგესი, პუერტა, გარსია, ავილესი, მონრეალი, პეგუერო, სანჩესი, გურდიოლა, როდრიგესი, ბარანკო
სათადარიგო: ოლგადო, ბლასი, მორალესი, როდრიგესი, რომერო, კადენა, სოსა
მონცა: მონტანა, ათინასი, მელე, კარდელინი, კასტელი, როსინი, ბონაიუტო, კოლიატი, პრინციპე, მონგუცი, გამბა
სათადარიგო: ვაილატი, კარტა, დელ დუჩა, ივანი, პორტა, სირტორი, ვაილატი, მოუტი, მუნგარი