დღეს გორში დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩი გაიმართა. დილას სარეზერვო შემადგენლობამ დინამოს დუბლებს უმასპინძლა. დაძაბული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 55- ე წუთზე ერისთავმა გახსნა, რასაც 5 წუთში კვერნაძის ზუსტი საპასუხო დარტყმა მოჰყვა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამოელები 16 ქულით ინარჩუნებენ პირველ ადგილს სატურნირო ცხრილში.
დილა დუბლები 1:1 დინამო დუბლები
დინამო: კულუა, კაპანაძე, კირკიტაძე, კაციტაძე (ბასარია 70), ყურშავიშვილი, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე, კვერნაძე, ო. კობახიძე (გადრანი 89), ა. კობახიძე (ლილუაშვილი 46)