• Geo
  • Eng
30.09.2014
დინამოელები ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 და 14 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს. თემურ ქეცბაიას კრებული გლაზგოში შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალიურ ფარუშში კი გიბრალტარის ნაკრებს შეხვდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტის ცნობით ამ მატჩებისთვის ჯვაროსანთა რიგებში ხუთი დინამოელია გამოძახებული. შოტლანდიასა და გიბრალტართან საასპარეზოდ სხვა ფეხბურთელებთან ერთად მოემზადებიან: ომარ მიგინეიშვილი, მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა და ირაკლი ძარია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024