დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მინდორზე პირველი ლიგის მეექვსე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. დინამოს მეორე გუნდმა ხობის კოლხეთს უმასპინძლა. დაძაბული და საინტერესო პაექრობა წვიმის ფონზე წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმრები უკვე მეშვიდე წუთზე დაწინაურდნენ, როცა ვართაგავამ გამოიჩინა თავი. მთელი მატჩის მანძილზე არაერთი საგოლე მომენტი შეიქმნა ორივე გუნდის კართან, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია მასპინძელთა აქტიურობა, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში შემტევებს სიზუსტე არ ყოფნიდათ. შეხვედრის ბოლო წუთზე დინამოელთა მორიგი შეტევა (გოგოლიძე აქტიურობდა) სტუმრებმა თავიანთ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა მათიაშვილმა უნაკლოდ შეასრულა და თამაშიც ფრედ 1:1 დასრულდა.
დინამო-2 1:1 კოლხეთი ხობი
დინამო-2: ტყეშელაშვილი, მარაქველიძე, ჯაფიაშვილი, ქაჯაია, სამხარაძე, ქიქავა (მაკასარაშვილი), მესხი (ვოლკოვი), სარიშვილი, მათიაშვილი, სარჯველაძე, სამუშია (გოგოლიძე)
კოლხეთი: გელაშვილი, ფიფია, გოგონაია, ფირცხელავა, ონიანი, გაბრავა, გერგაია, ბუკია, ვართაგავა, მეფიშვილი, ქობალია