• Geo
  • Eng
03.10.2014
დინამო VS მერანი - ურთიერთშეხვედრები

5 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე გამართავს. თბილისელთა მეტოქე მარტვილის მერანი იქნება. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება.

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 8–ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა რვა თამაშიდან 6 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 21/9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.

დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2013 წლის 19 დეკემბერს სამტრედიაში გაიმართა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 2:0 დაამარცხეს. გოლები გიორგი მერებაშვილმა და დარკო გლიშიჩმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024