სპორტული გამოცემა ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. გამოცემა ასევე საფეხბურთო თვის სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის სექტემბრის თვის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ჩვენმა ფეხბურთმა ორი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდნენ: გიორგი პაპუნაშვილი (2) და მათე ცინცაძე.