კვირას 5 ოქტომბერს დინამო არენა საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას უმასპინძლებს. დინამო თბილისი მარტვილის მერანს დაუპირისპირდება. მატჩი 18.00 საათზე დაიწყება.
5 ოქტომბერს დინამოს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 4 მოგება და 4 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 13/8 თბილისელთა სასარგებლოდ.
1961 წელს თბილისელები კიევში თანაკლუბელებთან დამარცხდნენ 0:1. 1980 წელს მოსკოვში სპარტაკმა დაამარცხა ჩვენი გუნდი 1:2. გოლი შენგელიამ გაიტანა. 1986 წელს ისევ კიევში მატჩი და ამ შემთხვევაში თბილისელებმა 3:1 იმარჯვეს. ჩელებაძის დუბლს ერთი გოლი ცაავამ მიამატა.
1990 წელს დინამომ 4:1 დაამარცხა ოზურგეთის მერცხალი. გურულმა დუბლი შეასრულა. თითო გოლი რევიშვილის და ნემსაძის ანგარიშზეა. 1994 წელს სამტრედიამ აჯობა დინამოს 2:1. არჩილ არველაძემ გაიტანა გოლი. სამი წლის შემდეგ თბილისელებმა ფოთის კოლხეთს აჯობეს სამი უპასუხო ბურთით. ხომერიკმა (2) და ალექსიძემ გამოიჩინეს თავი. 2003 წელს ალექსიძის გოლით ბათუმი დავამარცხეთ 1:0. 2008 წელს ზესტაფონმა მოუგო დინამოს 1:0.