ხვალ თბილისში, დინამო არენა საქართველოს პირველობის მერვე ტურის მატჩს უმასპინძლებს. დინამოსა და მერანს შორის შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება. თბილისელები განაგრძობენ ხვალინდელი მატჩისთვის მზადებას. დღეს კახი გოგიჩაიშვილმა ფეხბურთელები დიღმის ბაზაზე ავარჯიშა. დინამო TV გთავაზობთ წვრთნის ამსახველ ვიდეო სიუჟეტს.