• Geo
  • Eng
04.10.2014
დინამო – მერანს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 5 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას .ჭიჭინაძე და კვეტენაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი კვარაცხელია შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 23 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისმა გასვლაზე სკ ზესტაფონი 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 26 სექტემბერს რუსთავში გამართული- მეტალურგი 2:2 ზესტაფონი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები ექვსჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 121 თამაში / 514 ყვითელი / 24 წითელი / 34 პენალტი

პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

მეორე ლიგა – 16 თამაში / 44 ყვითელი / 1 წითელი / 8 პენალტი

საქართველოს თასი – 9 თამაში / 34 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024