დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ და მერანმა ფრედ 0:0 ითამაშეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე შალვა ღონღაძე და კახი გოგიჩაიშვილი წარდგნენ.
შალვა ღონღაძე: ვფიქრობ დღეს საქართველომ ძალიან სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. პირველი ტაიმი ცუდად ვიასპარეზეთ, მაგრამ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში. საგოლე მომენტებიც შევქმენით. კმაყოფილი ვარ თამაშით და რაც დაგვაკლდა მხოლოდ გატანილი გოლი იყო.
კახი გოგიჩაიშვილი: ძალიან რთული თამაში იყო. ჩვენ მოსაგებად გამოვედით, სამწუხაროდ ალბათ დავაკელით რამე. არც გაგვიმართლა, მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ პენალტის ჩათვლით. თუმცა ეს ფეხბურთია, ხდება ასეთი რამ და ჩვენ მომავალ შეხვედრაში შევეცდებით უკეთ ვიასპარეზოთ.