• Geo
  • Eng
05.10.2014
ფრე მერანთან

დღეს დინამო არენაზე საქართველოს პირველობის მერვე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისმა მარტვილის მერანს უმასპინძლა. საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ტერიტორიულ უპირატესობასაც დაეუფლნენ. საწყის წუთებში რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა ჩვენმა გუნდმა. 24- ე წუთზე კონტრშეტევაზე ითამაშა მერანმა კარგად და ციცხვაიამ ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. 30- ე წუთზე კი ჩირგაძემ ითამაშა კარგად და მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბოლო მომენტში წამოწეულმა მცველმა განმუხტა სიტუაცია. სამი წუთის შემდეგ საბანაძემაც გაუშვა ხელიდან ხელსაყრელი მომენტი. პირველი ტაიმის ბოლოს კი მისი თავური მეტოქის კარის ხარიხამ მოიგერია.

მეორე ტაიმი საკმაოდ აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა. დებიუტში ჩიმაკაძემ დაარტყა დინამოელთა კარისკენ სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად. შემდეგ საბანაძეს შეექმნა კარგი მომენტი, ნიკამ შორეულ კუთხეში დაურტყა მეკარეს, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. მომდევნო მომენტში ისევ საბანაძემ იაქტიურა და შორი მანძილიდან ცდილობდა მეტოქის კარის აღებას. მისი დარტყმული აცდა მამალაძის კარს. 65- ე წუთზე პაპუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ ძარია ურტყავდა ნახევარბრუნში, თუმცა მეკარემ ითამაშა ზუსტად. 69- ე წუთზე თბილისელები გადაურჩნენ გაშვებულ გოლს- შულაიას დარტყმული დინამოს კარის ხარიხამ მოიგერია. 75- ე წუთზე მერანის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. ძარია მივიდა ბურთთან, მისი დარტყმული კი ისევ ხარიხამ მოიგერია. 84- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ჩისკომ ძლიერად დაარტყა საჯარიმო, ბურთს მამალაძე დახვდა ადგილზე. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და მატჩი 0:0 დასრულდა.

დინამო 0:0  მერანი

გაფრთხილება: ჭანტურია 47’  ბოლქვაძე 82’ 

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე (ჩისკო 70), თოთაძე, ჭანტურია, მჭედლიშვილი (შერგელაშვილი 77), ცინცაძე, ძარია, პაპავა, პაპუნაშვილი, საბანაძე (ლობჟანიძე 79), ჩირგაძე

მერანი: მამალაძე, ლომაშვილი, მელიავა, შულაია, ორბელაძე, კიკნაველიძე, ბოლქვაძე, წყაროზია (ჯღამაია 63),  ჩიმაკაძე (წურწუმია 89), ციცხვაია (ფონიავა 46), გეგეჭკორი

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024