დღეს ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მერვე ტურის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა ბორჯომმა დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა თბილისური გუნდი.
შეხვედრა მაპინძლებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და უკვე მეხუთე წუთზე მაისურაძემ გახსნა ანგარიში. გაშვებული გოლის შემდეგ თბილისელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია ზივზივაძის გარღვევა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. პირველი ტაიმი აქტიურად წარიმართა და კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, ორივე კართან, მაგრამ გოლი აღარ გასულა.
მეორე ტაიმი ხისტად დაიწყო და ძირითადი ბრძოლა მოედნის ცენტრში განვითარდა. 61- ე წუთზე ნვანკვომ ითამაშა სახიფათოდ მაგრამ არაზუსტად, ბურთი მცირედთ აცდა დინამოელთა კარს. 63- ე წუთზე მარაქველიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და დინამოელები ათნი დარჩნენ მინდორზე. კაცნაკლულად დარჩენის მიუხედავად თბილისელები საკმაოდ გააქტიურდნენ. დინამოელებმა გოლის გატანაც მოახერხეს, თუმცა თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მომდევნო შეტევაში კი უკვე სტუმრების კარი გადაურჩა რეალურ ხიფათს. შეხვედრის ბოლო წუთები ურთიერთ სახიფათო შეტევებში წარიმართა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. 1:0 ბორჯომის სასარგებლოდ.
ბორჯომი 1:0 დინამო-2
გოლი: 1:0 მაისურაძე 5’
გაფრთხილება: მარაქველიძე 15’ 63’ კვარაცხელია 75’
გაძევება: მარაქველიძე 63’
ბორჯომი: გოგიაშვილი, ვეკუა, კოკოზაშვილი, საჯაია, კობესაშვილი, ჭანკოტაძე, გიორგაშვილი, სოფრომაძე, ნვანკვო, მაისურაძე, თედიაშვილი
დინამო-2: ტყეშელაშვილი, მარაქველიძე, ნოზაძე, ქაჯაია, სამხარაძე (ნოზაძე 83), ქიქავა (ციცხვაია 66), სამუშია (ვოლკოვი 46), სარიშვილი, ზივზივაძე, მათიაშვილი, გოგოლიძე (მესხი 69)