საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი გამართა. შოტლანდიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1:0 დასრულდა. 70 წუთი დაჰყო მინდორზე- გიორგი პაპავამ, რომელიც დარჩენილ დროში ჩვენი გუნდის მეორე ნახევარმცველმა- ირაკლი ძარიამ ჩაანაცვლა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები პორტუგალიაში გიბრალტარის ნაკრებთან გამართავს.