დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩი გაიმართა. მე- 8 ტურში ერთმანეთს დინამო-2 და მარნეულის ალგეთი დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი შეხვედრა მალხაზ ჟვანიას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დინამოელები მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ აგებდნენ. პირველ ტაიმში ჯერ სარჯველაძემ გახადა 1:1, ხოლო შემდეგ სამხარაძის დარტყმულით ანგარიში 2:2 გახდა. მეორე ნახევარში ლაშხიას ტექნიკურ და ლამაზ გოლს, ვოლკოვმა სწრაფი გარღვევით მეოთხე მიამატა და დინამომ 4:2 იმარჯვა.
შემდეგ მატჩს თბილისელები თერჯოლაში, ადგილობრივი საპოვნელას წინააღმდეგ 16 ოქტომბერს გამართავენ.
დინამო-2 4:2 ალგეთი
დინამო-2: ტყეშელაშვილი, ციცხვაია, ჯ. ნოზაძე, ქაჯაია, სამხარაძე, ქიქავა, სარიშვილი (ლ. ნოზაძე), ლაშხია (მაკასარაშვილი), გოგოლიძე (სამუშია), სარჯველაძე (მაჭავარიანი), მათიაშვილი (ვოლკოვი)